მსოფლიო
პუტინის ცინიკური საჩუქარი პოროშენკოს დაბადების დღეზე - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალის აფეთქებას „პუტინის ცინიკური საჩუქარი“ უწოდა. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მტკიცებით, ამით რუსეთი აფრთხილებს აშშ-ს, არ მიჰყიდოს უკრაინას იარაღი.
„აფეთქებები ვინიცაში არის პუტინის ძალიან ცინიკური საჩუქარი პოროშენკოს დაბადების დღეზე. ამით ის ეუბნება ამერიკელებს, რომ არ ღირს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, რადგან ისინი ვერ მოახერხებენ მის დაცვას. კითხვა კი ისაა, მას მსგავსი საჩუქრების კეთების უფლებას რატომ ვაძლევთ“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ხანძარი გუშინ, კიევის დროით საღამოს 9 საათზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ვინიცის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქების სამართალდამცველები.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამხედრო საწყობში 188 ათასი ტონა საბრძოლო მასალა ინახება. არსენალი 60 ჰექტარ ფართობზეა გაშლილი. საბრძოლო იარაღს შორის არის რაკეტები „სმერჩი“, „ურაგანი“ და „გრადი“.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 691 ადამიანი და 149 ერთეული ტექნიკა.
უკრაინის სამხედრო პროკურატურამ მომხდარს დივერსიის მუხლით იძიებს.
ცნობილია, რომ 2 ადამიანი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია 112 Украина-ის ეთერში ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანდრეი გიჟკომ განაცხადა, მათ სერიოზული ტრავმები არ აღენიშნებათ.
კალინოვკისა და ვინიცის რაიონებიდან 30 000-მდე ადამიანი ევაკუირებული. ხალხს ანაწილებენ ვინიცის რაიონულ საავადმყოფოში და საოლქო სკოლებში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

