უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივნისი, 2017 15:40
font-size

ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა

“ASTANA EXPO-2017”-ის ფარგლებში ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპები, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საგრძნობლადაა გაზრდილი.

შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

მხარეებმა აქტიურად განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და ყაზახეთის მანგისტაუს ოლქს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმი და მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ განსახიორციელებელი პროექტები. აღინიშნა, რომ ტრადიციული აბრეშუმის გზა, რომელიც სწორედ ამ ქვეყნებსა და რეგიონებზე გადის, კვლავაც აქტიურად მუშაობს და არ კარგავს თავის აქტუალურობას.მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით დაინტერესება ყაზახეთის მხრიდან საკმაოდ დიდი და მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერესის სფეროები ტურიზმით არ შემოიფარგლება.

საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საზღვაო პორტის პოტენციალისა და ტრანზიტული ტვირთების მოცულობის ზრდას. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გარდა მოხდეს ისეთი ქვეყნების ჩართვა, როგორებიცაა თურქეთი და ჩინეთი და ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარება დაიგეგმა.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტსა და მანგისტაუს ოლქის საზღვაო ნავსადგურს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რათა ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდეს.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ტურიზმზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 25 ავიარეისი განხორციელდება, აქედან 15 რეგულარული, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას ჩვენს რეგიონში ყაზახეთიდან. გარდა ამისა, დაიგეგმა ბიზნეს ფორუმებისა და ფესტივალების გამართვაც.

ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტარები შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულების ინიციატივისგან შოკში ჩავარდნენ - გიორგი ვაშაძე

22 ნოემბერი, 2018 , 13:55

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდნეტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა ჭარბვალიანობის აღმოფხვრის მიზნით გაცხადებული ინიციატივის შესახებ ძალიან ს

შეშით ამომრჩევლის მოსყიდვა - გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მორიგ ბრალდებას უყენებს

22 ნოემბერი, 2018 , 13:00

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ბაჩუქი ქარდავას განცხადებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიფვის ფაქტები დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, სატყეო დეპარტამენტის მანქანები არჩევნებში სალომე ზურაბი

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილ იქნა ტყუილში - თეა წულუკიანი

22 ნოემბერი, 2018 , 13:00

„სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“,

ხელისუფლება ხშირად პირდაპირ ეხმარება რუსეთის რბილი ძალის გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოში - სალომე სამადაშვილი

22 ნოემბერი, 2018 , 12:25

საპარლამენტო ოპოზიცია ფესტივალ „პაემანი რუსეთთან“ საქართველოში ჩატარების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის გა

აუდიტის სამსახური - სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში 5 მილიონ 200 ათასზე მეტი ლარი დახარჯა, გრიგოლ ვაშაძემ - 633 ათასი

22 ნოემბერი, 2018 , 12:25

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაწეული საერთო ხარჯი 13 მილიონ 839 ათას 319 ლარია, აქედან 7 მილიონზე მეტი რეკლამებში დაიხარჯა. თანხა პოლიტიკურმა პარტიებმ

დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

22 ნოემბერი, 2018 , 11:00

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის იმიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`