უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 დეკემბერი, 2016 14:40
font-size

`ქართული პოლიტიკური კორპუსის` პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ითვალისწინებს ქართული პოლიტიკური მეტყველების ანალიზს ქართველ პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლების მაგალითზე. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა სპეციალური პროგრამა "პოლიტიკური მეტყველების სტატისტიკური კვლევის ვიზუალიზაცია". სამუშაო პროცესში ჩართულია 28 სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის დოქტორანტი და მაგისტრანტია. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტის "Ⴕართული პოლიტიკური კორპუსის" ხელმძღვანელის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის, მანანა თანდაშვილის თქმით, ,,საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დიდი მასალა დაგროვდა იმისათვის, რომ გამოგვეკვლია პოლიტიკური მეტყველება, შეგვედარებინა სხვადასხვა პარტიის გამოსვლა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.’’

როგორც თსუ პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლებისა და მიმართვების საფუძველზე შექმნილი კორპუსი საინტერესოა არა მარტო ლინგვისტების, არამედ ფილოლოგებისთვისაც.

სტუდენტური პროექტი "ქართული პოლიტიკური კორპუსი” 2016 წელს შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ზამთრის სკოლის „დიგიტალური ქართველოლოგია“ ბაზაზე, რომელიც მიეძღვნა თემატური კორპუსების შექმნის ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს.

საკვანძო სიტყვები:

განათლების მინისტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2024 , 17:19

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება

26 ნოემბერი, 2024 , 13:06

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის სამიტ „ტურისტერს“, რომელიც 6-7 დე

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

26 ნოემბერი, 2024 , 10:53

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენ

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების