უახლესი ამბები
- 17.12.2024 11:36საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე
- 17.12.2024 09:52სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- 17.12.2024 09:00გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი
არქივი
საზოგადოება
ქართველ სუმოისტს თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე ტურიზმის საპატიო ელჩის წოდებით დააჯილდოვა ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ეს ჯილდო იაპონიაში საქართველოს, მისი კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ სპორტსმენს იაპონიაში წარმატებული საქმიანობისა და ამ გზით საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუს) სპეციალური სიგელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრებია იაპონიის სამთავრობო და პოლიტიკური წრეებიდან, ასევე მედიის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.