უახლესი ამბები
- 17.12.2024 15:10გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
- 17.12.2024 13:50`ცეცხლი ჭამეთ` - ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
- 17.12.2024 13:33შეკრებებზე ნიღბის ტარების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო დაუცველი გახადოს ტერორის მიმართ - საია
- 17.12.2024 11:36საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე
- 17.12.2024 09:52სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- 17.12.2024 09:00გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი
არქივი
პოლიტიკა
გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი
დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. პარასკევს თქვენ ნახეთ, რომ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებები გვექნება, რომლებიც მზად ვართ, რომ უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. როგორც განცხადებაში ვთქვით, გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მათ შორის მდივანი ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ ჩვენ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება, უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.