არქივი
პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში ვიზიტისას გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას ბუნდესტაგის დეპუტატებთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მინისტრი კრიზისების პრევენციის, სტაბილიზირების, კონფლიქტების პრევენციისა და ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელ სრუდიგერ კოინიგის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დარღვების ფაქტებს. სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები დგანან. ასევე, ისაუბრეს გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. შეხვედრაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაც განიხილეს. ისაუბრეს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს. ხაზი გაესვა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარების საქმეში. პარტნიორებმა თანამშრომლობისა და მშვიდობის მშენებლობაში მონაწილეობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მათ მტკიცე და ურყევი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა.
ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტი ბერლინში დასრულდა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

