უკან

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2018 13:50
font-size

ქირაობენ პირადობის მოწმობებს, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები ვერ მივიდნენ არჩევნებზე- გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ კონკრეტულ ფაქტებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები კურირებენ მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებას.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ,,ქართული ოცნება,“ მმართველი გუნდი გადავიდა ე.წ. ტოტალ კონტროლზე, რომელიც ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს, რითაც უნდათ, რომ არჩევნებში რაიმე შედეგი მაინც დააფიქსირონ. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები გადანაწილებულები არიან რეგიონების მიხედვით და მათ აქვთ კონკრეტულად ჩაბარებული პასუხისმგებლობა საარჩევნო შედეგთან დაკავშირებით.

ვინ არიან ეს ადამიანები? - აჭარაზე მიმაგრებული არის სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომელსაც პირადად აქვს ჩაბარებული ეს ყველაფერი. სამეგრელოში ჯერ იყო შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება და ახლა პირადად, გიორგი გახარია არის შს მინისტრი გადასული იქ და შტაბი აქვს იქ გახსნილი და პირდაპირ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. იმერეთში ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ცალკე შტაბი აქვს გახსნილი და მუშაობენ იქ. კახეთი - გოგაშვილი-თამაზაშვილი. ასე ვთქვათ, ამ დაჯგუფებას აქვს აღებული პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც ტოტალ კონტროლის განხორციელების. შიდა ქართლი შს მინისტრის მოადგილე საბანაძე, რომელიც არის მიმაგრებული შიდა ქართლზე, რომელსაც აქვს ეს ვალდებულებები დავალებული და ქვემო ქართლი, ეს არის ბატონი ლექსო დალაქიშვილი, რომელიც არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი და ფარცხალაძის მარჯვენა ხელი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ეს პირები საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლას ახორციელებენ და ასევე, ფულს იხდიან პირადობის მოწმობების ქირაობაში.

"ამ ადამიანებს აქვთ სამი კონკრეტული დავალება. პირველი - მოიძიონ გრიგოლ ვაშაძისა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, მათგან აიღონ პირადობის მოწმობები და ამაში 50 ლარი გადაიხადონ. ქირაობენ პირადობის მოწმობებს, რომ ისინი ვერ მივიდნენ არჩევნებზე. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში და ასე შემდეგ.

მეორე - ეს არის საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა, სკოლისა და ბაღის თანამშრომლებზე მიმდინარეობს ზეწოლა. ასევე სახელმწიფო შპს-ებში დასაქმებულებზე. მაგალითად ხაშურის რაიონში, სადაც ჩვენმა გუნდმა პირწმინდად მოიგო, რკინიგზაში დასაქმებულ 1500-მდე თანამშრომელზე მიდის ზეწოლა და წნეხი, რომ ან საერთოდ არ მივიდნენ არჩევნებზე, ანდა მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს.

მესამე - ამ ტოტალური კონტროლის განხორციელებაში ჩართულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული უბნის ხელმძღვანელებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ, თუ რატომ დამარცხდა სალომე ზურაბიშვილი და რა შესაძლებლობები არის მეორე ტურისთვის. მაღალჩინოსნების ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საკვანძო სიტყვები:

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ