რეგიონები
ქობულეთში ადგილობრივები ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ
ქობულეთში ადგილობრივები ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულების მოთხოვნით მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.
მოსახლეობა შიშობს, რომ 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს დაკვეთით მიმდინარეობს, საზღვაო სეზონის დაწყებამდე ვერ მოესწრება.
„პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ხალხი, ძალიან ბევრი, ვისაც ვალები აქვთ. ისინი დაყრდნობილი არინ თავიანთ სახლებზე და ნომრებზე, რომ გადაიხადონ ვალები. ძალინ საშინელი მდგომარეობა დადგება, თუ ვერ გააქირავებენ თავიანთ სახლებს“,-ამბობს ქობულეთის მცხოვრები მზევინარ ანანიძე.
დღეს აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე შეხვდა და განაცხადა, რომ სამუშაოების ტემპებით ისიც უკმაყოფილოა.
„მუნიციპალიტეტის მერია სრულად არის ჩართული ამ პროცესში.სამუშაოები ექვემდებარება საერთაშორისო დონის ზედამხედველობას.მინდა გითხრათ, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ტემპით არც მუნიციპალიტეტის მერია და არც დამკვეთი არ არის კმაყოფილი, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამუშაოები დასრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში,“ - განაცხადა ქობულეთის მერმა.
პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია.
ცირა გურგენიძე
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22
ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59
გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

