რეგიონები
ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს
ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსი ერთმა პირმა მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელი ცეცხლაურის გავლით ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობდა.
დგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც მკვლელი პოლიციის თანამშრომელს ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
მუხაესტატეს პოლიციის უფროსი, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილობრივი მცხოვრებელები მკვლელობის შესაძლო მოტივზე ვერ საუბრობენ.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
27 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში პოლიციის უფროს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დაკავებულია. ის წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი.
ნინო ექვთიმიშვილი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22
ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59
გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

