რეგიონები
ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო
ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე დატვირთული სატრანზიტო მოძრაობის გამო, დამატებითი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების ყურადღების იძულებით გამახვილებისათვის, საჭეზე მგრძნობიარობის მიზნით, სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რომელიც ძირითადად საფარის სისწორის, ხორკლიანობის და საცვეთი ფენის აღდგენის სამუშაოებს მოიცავს.
„სამუშაოების წარმოების პროცესში განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლო არაკომფორტულ გადაადგილებას, რისთვისაც ბოდიშს გიხდით და გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას“, - ნათქვამია გზების დეპარტსამენტის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22
ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59
გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

