უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
არქივი
რეგიონები

ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მისაღები გამოცდებისთვის ემზადება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. საინფორმაციო კამპანია იმერეთის შემდეგ, კახეთში, კერძოდ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმის წარმომადგენლები სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს შეხვდნენ. სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა და კადეტებმა პანკისის ხეობის მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვა საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს შეეძლებათ, რომლებსაც 9 კლასი დასრულებული აქვთ. ლიცეუმში ჩარიცხვის შემდეგ კადეტები ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიას, სამხედრო საქმეს, ტოპოგრაფიას და ინფორმატიკას შეისწავლიან. ლიცეუმში სწავლა 3 წლიანია. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პანკისის ხეობაში მცხოვრებმა არაერთმა მოსწავლემ, რომელიც მე-9 კლასშია, სწავლის გაგრძელების სურვილი სამხედრო ლიცეუმში უკვე გამოთქვა.
2018 წლის ივნისში მისაღებ გამოცდებზე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი სკოლის მოსწავლეები ფიზიკური ნორმატივების და უნარ-ჩვევების გარდა, გამოცდას მათემატიკაშიც ჩააბარებენ.
პანკისის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება. ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება.
საკვანძო სიტყვები:

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55