რეგიონები
ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად საგზაო კუნძული მოანგრია
“დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად ნიკეას ქუჩაზე მდებარე უსაფრთხოების საგზაო კუნძული მოანგრია. როგორც წულაიამ განმარტა, კუძული არასწორადაა გაკეთებული, რის გამოც ნიკეას ახლად რეაბილიტირებულ გზაზე ავარიები გახშირდა.
წულაიას ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ათობით მანქანა დაიმტვრა.
„ეს არის ამ ხელისუფლების უგუნურობისა და სიხარბის სიმბოლო, რომელმაც ათეულობით ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია და ღმერთის წყალობით, ჯერ მსხვერპლი არ გამოიწვია, მაგრამ არავინ არაფერი არ იცის, მომავალში რა მოხდება. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ამ ქალაქში ასეთი უგუნური ხელისუფლების დამთავრება შეუძლია“, - განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, მან საპროტესტო აქციის შესახებ აცნობა პატრულს, თუმცა სამართალდამცავებმა ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქციეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22
ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59
გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

