სამართალი
ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
"ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს 2024 წლის 20 აგვისტოს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია პროკურატურუის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


