რეგიონები
ქუთაისში დევნილებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც მდებარეობს დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო, დევნილებმა გზა გადაკეტეს. ინფორმაციას „ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს.
დევნილები უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ, რომ საკმარისი ქულების მიღების მიუხედავად ისინი ბინების მიმღებთა სიაში ვერ მოხვდნენ. ისინი სამინისტროს კომისიას შერჩევითობაში ადანაშაულებენ. იძულებით გადაადგილებულები მოითხოვენ კომისიის შეცვლასა და დოკუმენტების ხელახლა შესწავლას, რომლის მიხედვით ბინების ხელახლა გადანაწილება მოხდება.
დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილისა და კომისიის ერთ-ერთი წევრის, გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ბინების მიღების სურვილი 4 000 დევნილმა გამოთქვა, აქედან მოცემულ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 დევნილის ბინით დაკმაყოფილებას ახერხებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ 429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში გადანაწილდებიან და მათ ბინის გასაღები, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიხცვებში გადაეცემათ.
გიორგაძის მტკიცებით, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.
ანა მებურიშვილი
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტი, 2026 , 15:48


