უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
27 დეკემბერი, 2017 14:00
ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 2 მუშა ადგილზევე დაიღუპა
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, – რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.