უკან
რეგიონები
10 დეკემბერი, 2018 11:35
ქუთაისში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
შემთხვევის დროს სახლში 75 წლის ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.