უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ქუთაისში სკვერის ადგილას 4-სართულიანი შენობის მშენებლობასა და ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის ხის მოჭრას აპროტესტებენ
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები ნახევარსაუკუნოვ
ანი ნაძვის ხის მოჭრას აპროტესტებენ.
ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, ისინი იქ არსებული სკვერის განადგურების შეჩერებას მოითხოვენ.
ხე ორი დღის წინ მოჭრეს. ამ ადგილას, რუსთაველის #95-ში, 4-სართულიანი მრავალფუნქციური შენობის აშენება იგეგმება.
ადგილობრივთა თქმით, სკვერი, ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელს, გელა გაგუას ეკუთვნის, თუმცა, ტერიტორია შპს „ალფა +“-ის ხელმძღვანელის, ინდ.მეწარმე, მამუკა ორმოცაძის სახელზე აქვს გადაფორმებული. კუთაისი პოსტის ცნობით, გელა გაგუა არ ადასტურებს არც სკვერის მის საკუთრებაში არსებობას, არც ადგილობრივთა ინფორმაციას, კერძო პირის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისთვის ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენების შესახებ.
გელა გაგუასთან კავშირს უარყოფს მამუკა ორმოცაძეც, თუმცა, ნაძვის მოჭრის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მის ნაცვლად ადგილზე საუკეთესო ჯიშის ნაძვის ხეების დარგვას აპირებს.
რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი, შპს „ალფა +“-სს ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.
ადგილობრივი მოსახლეობა რუსთაველის #95-ში სკვერის ადგილას მშენებლობა გაასაჩივრეს, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დანიშნულა.
ანა მებურიშვილი