უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2018 14:45
font-size

ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები- სახალხო დამცველი

ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია 2018 წელს ამ დღის კამპანიის წარმოებისას საზოგადოების ყურადღებას ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად მსოფლიოში“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალგაზრდები მუდმივად ებრძვიან ადამიანის უფლებების დარღვევის უარყოფით შედეგებს - ომს, ძალადობას სახლში და სკოლაში; განიცდიან კიბერ ბულინგს; თამაშობენ ძალადობრივ ვიდეოთამაშებს; ხდებიან კიბერ დანაშაულის მსხვერპლი. ფსიქიკური დაავადებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე უკიდურესად დაბალია. შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რათა გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები. ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების კუთხით. დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომები არ არის საკმარისი სფეროს სათანადო განვითარებისთვის. გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. პრობლემად რჩება ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი.

სახალხო დამცველი მუდმივად უსვამს ხაზს ბავშვზე ზრუნვის პროცესში ჩართული პირების გადამზადების აუცილებლობას ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვის მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციისა და იდენტიფიცირების, რთული ქცევის მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკითხებზე.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გააქტიურონ მუშაობა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, რათა სათანადოდ იქნას დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებები.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე