უკან

პოლიტიკა

13 ნოემბერი, 2018 17:20
font-size

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში - ივანე მაჭავარიანი

„მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტსა და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის საჭიროა ყველა მოქალაქის ჩართვა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

„ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართებოდა, თუმცა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა.

„პირველი, ეს არის ადამიანური კაპიტალი – სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ამ მიმართულებით ზრდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. მეორე – ფიზიკური კაპიტალი, ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მესამე – ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მეოთხე – უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელი იქნება, მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკური განვითარებას. სწორედ ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს, რომელიც მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოდელის ღერძია.

„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შევქმნათ კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო და მუდმივად ვიზრუნოთ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ, განვახორციელოთ ისეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც უცილებლად მოჰყვება კერძო სექტორის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე