კომენტარი
რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი - ზაზა სარალიძე
ეს არის უმსგავსობა, რას მეთამაშებიან?! იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შსს-ს მიერ მერაბ მორჩაძის დაკავების ფაქტს ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში.
სარალიძის თქმით, მორჩაძის დაკავება მის გეგმებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არ შეცვლის და შსს-ს კონკრეტული პირების დაკავებას სთხოვს.
"ის ინფორმაცია, თითქოს ეს პირი მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ახდენდა, ახალი არ არის ჩემთვის. ამასთან დაკავშირებით ძიება 11 აპრილს დაიწყო, როდესაც მიხეილ კალანდიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისულელეებს მორჩნენ და შაბათს უკვე ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა ზღაპარიკოს აღმოჩენას. ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა კი არ აღმოაჩინა, ზვიად ფხაკაძე 15 აპრილს პირდაპირ მეუბნეოდა, წარმოგიდგენ სამ პირს, რომლებმაც მიხეილ კალანდიაზე ზეწოლა განახორციელესო. უბრალოდ, ახლა გავიგე სახელი და გვარი. ეს არის უმსგავსობა. რას მეთამაშებიან, იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა... რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი," - განაცხადა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


