უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 ივნისი, 2018 15:25
font-size

რად გვინდა სააკაშვილისნაირი ჯამბაზები? - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა. ამის შესახებ პუტინმა ავსტრიული ტელერადიოკომპანია ORF-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„არ გვსურს, კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, შემოგვტენონ. არ გვსურს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდეს მეორე, მესამე, მეოთხე გამოცემის გამოცემის სააკაშვილი. თქვენ მოგწონთ ასეთი ფიგურანტები, ვითომ პოლიტიკური მოღვაწეები?

ჩვენ, რუსეთს, სჭირდება ხალხი დადებითი დღის წესრიგით, რომლებმაც იციან და არა მხოლოდ აღნიშნავენ პრობლემებს, რომლებიც საკმარისი გვაქვს, როგორც თქვენთან ავსტრიაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, -აღნიშნა პუტინმა ჟურნალისტ არმინ ვოლფთან და განაცხადა, რომ თუ პოლიტიკოსი მხოლოდ პრობლემაზე საუბრობს და არა გადაჭრის გზებზე, ის ხალხისთვის უინტერესო ხდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ ამომრჩეველს არ მიეცა საშუალება, ნავალნისთვის ხმა მიეცა, რადგან მან ვერ შეძლო თავისი კანდიდატურის დაყენება, პუტინმა განაცხადა, რომ „ამომრჩევლებს შეუძლიათ, ნებისმიერ ადამიანს უყურონ, რადგან ჩვენთან ინტერნეტი თავისუფალია, არავის არ დაუხურავს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ხალხს ყოველთვის შეუძლია გამოსვლა და განცხადებების გაკეთება საკუთარ თავზე, რასაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობისა და მიმართულების სხვადასხვა ფიგურანტი. თუკი ადამიანი ამომრჩევლის წინაშე რაღაც წონას იძენს, მაშინ ის იქცევა ფიგურად, რომელთანაც უნდა აწარმოოს დიალოგი სახელმწიფო ხელისუფლებამ. თუკი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ნდობის ხარისხი 1,2,3%-ს შეადგენს ან პროცენტის ერთ მეასედებს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? მაშინ, ინებეთ, სააკაშვილი. რად გვინდა ასეთი ჯამბაზები?“.

პუტინს არცერთხელ არ უხსენებია უშუალოდ ნავალნი.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo