არქივი
პოლიტიკა
რატომ აჩუქეთ ხაინდრავას დავალიანებაო და არ გვიჩუქებია, არც ვიცი, რა დავალიანებაზეა საუბარი - ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფინანსთა სამინისტროსთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად არ მიუმართავს.
მინისტრის თქმით, ხაინდრავასთვის არავის არაფერი არ უჩუქებია.
„რატომ აჩუქეთ ხაინდრავას დავალიანებაო და არ გვიჩუქებია, არც ვიცი, რა დავალიანებაზეა საუბარი. ფინანსთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ არანაირი საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად. მე, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არ ვიცი. საქართველოში რამდენ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანებაო, წარმოგიდგენიათ, რას მეკითხებით?!",- უპასუხა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გოგა ხაინდრავას სახელმწიფო ბიუჯეტის 3 760 500 ლარის დავალიანება აქვს.
ხაინდრავას კომპანიას – „მიწათმოქმედთა ერთობას" 2014 წელს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.
ტელეკომპანიის ცნობით, ღარიბაშვილის განკარგულებაში წერია, რომ მიზერულ ფასად მიწის მიღების შემდეგ ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აეშენებინა სათბური და ხალხი დაესაქმებინა.
„კურიერის" ინფორმაციით, ხაინდრავა ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

