უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 ივნისი, 2017 13:50
font-size

რაც გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა ტელევიზიით ვნახეთ, არ იყო სასიამოვნო სცენა - ანა დოლიძე

რაც გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა ტელევიზიით ვნახეთ, არ იყო სასიამოვნო სცენა,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, სახეზეა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მარტო დარჩენილი ერთი პარტია.

"ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან მარტო დარჩენილი ერთი პარტია. ყველა პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ერთმანეთში ხშირად არ თანხმდებიან, ამ შემთხვევაში ერთიან პოზიციაზე იყვნენ და ამ ცვლილებებსაც ერთად გაემიჯნენ",-აღნიშნა ანა დილიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის ძირითად მიზნებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსიტიტუციო ცვლილებები სახელისუფლებო შტოებს შორის ფუნქციების გადანაწილებას ხელს შეუწყობს.

„ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარკლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიცია საკონსიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის მობილიზების მცდელობის გამო გააკრიტიკა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ეს მცდელობა უსაფუძვლოა და არგუმენტებს მოკლებულია.

ნინო ექვთიმიშვილი

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:28

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:04

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის -ასეთია&

ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - `ნაცი“ არის ბნელი -ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 17:47

ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია - კახა კალაძე

12 სექტემბერი, 2025 , 15:13

გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები, არასერიოზული ადამიანია, არასერიოზუ

სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს - ადვოკატი

12 სექტემბერი, 2025 , 15:01

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ მოინახულა. მისივე განმარტებით, დაკავებულ ოპოზიცი

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი - გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 16:01

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი, - ამის შესახებ საქართველ