უკან

საზოგადოება

23 ოქტომბერი, 2025 12:46
font-size

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპროტესტო აქციაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ სთხოვს გადაწყვეტილების მიმღებებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, პატიოსნებით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით და ყველა იმ თვისებით რაც ექიმებს ახასითებთ. აღნიშნული ვაჟამ მრავალჯერ დაუმტკიცა თავის ხალხსა და ქვეყანას.

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? დავიჯერო ვინც ამას ავალებს და აკეთებს თვითონ სჯერა, რომ ეს ხალხი ვინც თითქმის ერთი წელია რუსთაველზე დგას მართლა „ხალხის მტრები“ არიან? ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გავიმეორებ რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.

თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით პიროვნებას!!!“ - წერს გამყრელიძე

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ