არქივი
პოლიტიკა
რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის იზიარებს არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლება არააქტიურად მონაწილეობს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში, რაც იუსტიციის მინისტრის ბრალიცაა.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე საუბრისას მან დადებითად დაახასიათა განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი.
„მინისტრთა კაბინეტი ჩვენ წარვადგინეთ კომენტარის გარეშე. მე ორ მინისტრთან ერთად ვიყავი სამიტზე და ხაზგასმით, მადლობა მინდა ვუთხრა ორივე უწყებას და მინისტრებს, როგორც საგარეოს, ასევე თავდაცვას, რადგან სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი და ასეთი მიღწევა ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.
მინდა, დადებითად გამოვეხმაურო ასევე მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრად დასახელებას. ვიცი, რომ შეიძლება მისი სახელი მაინც და მაინც ცნობილი არ არის პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ მე ვიცნობ, მიმუშავია მასთან რიგ პროექტებზე და მხარს ვუჭერ. იმედი მაქვს, მას ექნება წარმატება ამ მიმართულებით.
რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მარტივად ვდგავარ იმ პოზიციაზე, რომ ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ, რომ სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისათვის ერთ-ერთი არააქტიური ნაწილია და აქ მინისტრის წვლილი გასათვალისწინებელია. მიმაჩნია, რომ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, ის ტრაგიკული ისტორიები, რომელსაც ერთი თვის წინ ვისმენდით რუსთაველზე, არ არის მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით ადამიანის ტრაგიკული საქმე. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება ან პროკურატურასთან ან შსს-სთან. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით რადიკალური ზომები იყო გასატარებელი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

