მსოფლიო
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ს მისი დაცვის წევრების დაკავებისთვის პასუხს გასცემს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პასუხს გასცემს აშშ-ს, რომ მისი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გასცა.
ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე ვიყავი აშშ-ში. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერები 40-50 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მე ვიმყოფებოდი აქციას მართავდნენ. ამერიკულმა პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა. მსგავსი რამ თურქეთში რომ მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა?“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ „ამიერიდან თურქეთი ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლება“.
„ჩემი დაცვის სამსახურის 12 წევრზე დაკავების ორდერი გასცეს. ეს რა კანონია? თუ მათ ნებადართული არ აქვთ ჩემი დაცვა აშშ-ში, მაშინ თან რატომ უნდა წავიყვანო?,“ - განაგრძო თურქეთის პრეზიდენტმა.
16 მაისს, ვაშინგტონში ერდოღანის დაცვის წევრებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ვაშინგტონის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ორი წევრი დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

