მსოფლიო
რეჯეპ ტაიპ ერდოღანს გერმანიაში სიტყვით გამოსვლა აუკრძალეს
გერმანიის მთავრობა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ქალაქ გამბურგში თანამემამულეების წინაშე სიტყვით გამოსვლა აუკრძალა.
ერდოღანი გამბურგში 7-8 ივლისს „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ჩადის.
ამის შესახებ მედიას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განუცხადა.
„თურქეთის ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ გერმანიაში ასეთ გამოსვლას შეუძლებლად მივიჩნევთ. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას საკონსტიტუციო კანონმდებლობა გვაძლევს“,-განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, გერმანიის საგარეო უწყებაში შევიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ ერდოღანი თანამემამულეებისადმი მიმართვას გეგმავს.
ზიგმარ გაბრიელის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ანკარასა და ბერლინს შორის არსებობს უთანხმოება, ასეთი გამოსვლა უადგილოა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმაც დაუადასტურა მედიას, რომ გადაწყვეტილება კანცლერ ანგელა მერკელთან არის შეთანხმებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

