მსოფლიო
რეჯიფ ტაიფ ერდოღანი რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის შესყიდვასა და მოსკოვთან ერთობლივ წარმოებაში პრობლემას ვერ ხედავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯიფ ტაიფ ერდოღანი რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400-ის შეძენაში პრობლემას ვერ ხედავს. თურქეთის პირველმა პირმა Haberturk-თან საუბრისას არ გამორიცხა, რუსეთთან ერთობლივი სარაკეტო სისტემის წარმოება დაიწყოს.
ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დაიწყებს С-500-ზეც.
ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის კეი ბეილი ხათჩინსონის განცხადებას. ხათჩინსონმა თქვა, რომ ანკარის გადაწყვეტილება, შეისყიდოს С-400, არის პრობლემა, რომელიც ალიანსს აწუხებს. ნატოში აშშ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ანკარასთან თანამშრომლობა სურს.
შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის სექტემბრის შუა რიხცვებში შედგა. კონტრაქტის თანახმად, საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ის ოთხი დივიზიონის შესყიდვა ანკარას 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

