უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

25 ივნისი, 2018 11:50
font-size

რეჯიფ ტაიფ ერდოღანმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიგო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მოიგო.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს პრეზიდენტის, სადი გუვენის თქმით, ერდოღანმა „მოქმედი ხმების სრული უმრავლესობა მიიღო“.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 99%, რომლიდანაც ერდოღანმა 53% მიიღო, ხოლო მისმა უახლოესმა ოპონენტმა მუჰარემ ინჩიმ - 31%.

გამოქვეყნებული შედეგებით ოპოზიციური ძალები ჩამორჩებიან, თუმცა მათი თქმით, ისინი დემოკრატიულ ბრძოლას გააგრძელებენ შედეგის მიუხედავად. მანამდე ოპოზიცია უნდობლობას უცხადებდა სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.

საბოლოო შედეგები პარასკევს იქნება გამოცხადებული.

რაც შეეხება ერდოღანს, 64 წლის პრეზიდენტმა ანკარაში საკუთარი შტაბის აივნიდან მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ „თითოეულმა 81 მილიონი მოქალაქიდან გაიმარჯვა არჩევნებში“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რესპუბლიკურ სახალხო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მუჰარემ ინჩიმ აღიარა წაგება ჟურნალისტებთან გაგზავნილ განცხადებაში, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა.

კვირას ინჩიმ დაადანაშაულა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ , რომ აღნიშნული მედიასაშუალება მანიპულირებდა მისი განცხადებით მიღებული ხმების შესახებ.

გარდა ამისა, ერდოღანის ოპონენტნმა განაცხადა, რომ ის ორშაბათს განცხადებას გააკეთებს.

დანარჩენი ოთხი კანდიდატიდან არცერთს არ მიუღია 8.4%-ზე მეტი ხმა.

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც საპრეზიდენტოს პარალელურად ჩატარდა, ერდოღანმა განაცხადა, რომ სამთავრობო კოალიციამ მისი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელმძღვანელობით 600-კაციან პარლამენტში უმრავლესობით შევა.

„თურქეთმა მთელ მსოფლიოს დემოკრატიაში გაკვეთილი ჩაუტარა“, - განაცხადა ერდოღანმა.

სააგენტო ანადოლუს ცნობით, ხმათა 99%-ის დათვლის შედეგად ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ხმების 42% მიიღო, მისმა პარტნიორმა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ - 11%.

გამოქვეყნებული მონაცემებით, პარლამენტში მთავარ ოპოზიციურ ძალად იქნება წარმოდგენილი რესპუბლიკური სახალხო პარტია, რომელმაც ამორჩევლების ხმათა 23% მიიღო. საკანონმდებლო ორგანოში ასევე მოხვდება პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია, რომელიც გაცდა 10%-იან ზღვარს და პარლამენტში 67 ადგილს დაიკავებს. ქურთი ამომრჩევლის მხარდაჭერით სახალხო დემოკრატიული პარტია რიგით მეორე ოპოზიციური ძალა იქნება პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სელაჰატინ დემირტაში ტერორიზმის ბრალდებით ციხეში ზის. დემირტაში, თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 87% მივიდა.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა თურქეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიიღეს 2017 წლის 16 აპრილის რეფერენდუმზე. კერძოდ, დეპუტატთა რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება, გაუქმდება თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ხოლო პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, პარლამენტი დაკარგავს კონტროლს მთავრობის საქმიანობაზე.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყვო.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo