კომენტარი
რეგულაცია საჭიროა, რათა განვსაზღვროთ როგორ ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად - ბექა ნაცვლიშვილი
პარლამენტში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვისას ფრაქცია ,,ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების" მდივანი ბექა ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სინი უცხოელებზე მიწის გადაცემის შეზღუდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას არათუ მხარს უჭერენ, შეზღუდვა უნდა იყოს ისეთი, რომ ქვეყანა ყველანაირი რისკებისგან იყოს დაცული. სწორედ ამიტომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა, რათა შემდგომში ნეოლიბერალური ან რადიკალური ლიბერალური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი დაცული იყოს.
„მსოფლიო ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ჩვენ ვიცით რამდენად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რამდენად მცირდება ათვისებადი მიწის რაოდენობა და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ რაღაც კულტურებზე, შემდგომში შეიქმნას დეფიციტი, რისგანაც ჩვენ დაზღვეული უნდა ვიყოთ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ჯანმრთელი საკვებით ვუზრუნველყოთ, ჩვენ არ გვინდა ჩვენი მოსახლეობის გენმოდიფიცირებული საკვებით გამოკვება. ამიტომ, მიწის საკითხი დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა სასურსათო უსაფრთხოებასთან“ - აცხადებს ნაცვლიშვილი, რომლის აზრით, ტრაგედიაა როდესაც ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია: „ითქვა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მიწა, როგორც საბაზრო პროდუქტი, გაცვალოს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. სწორედ ეს არის ტრაგედია, რომ ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია. სწორედ ეს არის ბოროტება, რომ ადამიანი შეიძლება დადგეს გადაწყვეტილების წინაშე გაასხვისოს მიწა და გაიკეთოს ოპერაცია თუ გაასხვისოს მიწა და შვილს განათლება მიაღებინოს“ - აცხადებს ფრაქცია ,,ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების" მდივანი და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საუბარი უნდა იყოს არა უცხოელებზე მიწის გაყიდვაზე, არამედ მიწის რაციონალურად განკარგვაზე. მით უმეტეს, ქვეყანას ჯერჯერობით არც მიწა აქვს აღრიცხული, არც ბალანსი დადგენილი და ზოგადად, არ იცის რა ტიპის მიწა გააჩნია. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 47% სოფლად ცხოვრობს და არსებული მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, აუცილებელია განსაზღვრა, რომელმა ეკონომიკურმა სექტორმა მოახდინოს ამ სამუშაო ძალის აბზორბაცია:
„ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რეგულაცია საჭიროა იმიტომ რომ განვსაზღვროთ როგორ ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ეს მიწა მაქსიმალურად ეფექტიანად. უნდა გავაკეთოთ კოოპერატივები და შესაბამისად, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფეტიში გვაქვს, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანა ახდენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზანმიმართულ განაწილებას, მივიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არა მიწის გაყიდვაში, არამედ გადამამუშავებელ მრეწველობაში. ვინაიდან, გადამუშავებული პროდუქტი გაცილებით მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელია და არა უბრალოდ რომელიმე კულტურის მოყვანა.
მიწა არის განსაკთრებული მნიშვნელობის რესურსი, არამარტო იმიტომ რომ ამოწურვადია, არამედ იმიტომ რომ ის ჩვენ დაგვხვდა. ის არ არის რომელიმე ადამიანის შემოქმედების შედეგი, ის არ ექვემდებარება არც ტექნოლოგიურ მოდიფიკაციას. შესაბამისად, მიწის ფლობა, უპირველეს ყოვლისა, არ არის ინდივიდის უფლება, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს განსაკთრებული რეგულირების გარეშე, ამ პასუხისმგებლობას ვერცერთი ინდივიდი ვერ განახორციელებს. მიწას სწორედ ამიტომ ესაჭიროება განსაკუთრებული რეგულირება“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს, ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში
20 ნოემბერი, 2025 , 15:43
ის, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:42
პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას
20 ნოემბერი, 2025 , 09:46
კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:13
ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმებაზე: როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება
20 ნოემბერი, 2025 , 09:09
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42

