საზოგადოება
რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის, რიმა ბერაძის ინიციატივით, მაქალაქეებთან შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატი ჯავახიშვილის N75_ში მცხოვრები ელზა ფხაკაძის ოჯახს ესტუმრა, სადაც ამავე ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს, რაიონშიარსებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისგანახლებასა და ახლის მშენებლობას, მოსახლეობის ზოგადი სოციალური ფონისგაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტ ჩართულობასშეეხო.
როგორც საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ და ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებმამოქალაქეებმა აღნიშნეს, ანალოგიური შეხვედრები მომავლაშიც გაგრძელდება.