პოლიტიკა
რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი ქალბატონები მოინახულა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მარტოხელა, პენსიონერ ქალბატონებს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა შეხვედრისას მათი საცხოვრებელი პირადად დაათვალიერა, პრობლემები მოისმინა და შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოს წევრი სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად მუდმივად ინტერესდება მარტოხელა პენსიონერების ყოველდღიურობითა და პრობლემებით.
,,ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ყურადღება არ მოვაკლოთ ამ ქალბატონებს და მათ საჭირო დახმარება დროულად აღმოვუჩინოთ.
დღეს ვეძათხევის, პ.სააკაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერ ქალბატონებს ვესტუმრეთ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და ასევე სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამის ორგანოებთან საჭირო შუამდგომლობის გაწევას დაჰპირდა