უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
სამართალი
როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ვინც დღეს კიდევ ციხეშია – გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე დღეს, გამოაცხადებს ამნისტიას იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის.
აღნიშნული განცხადება მან ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან გუშინ გამართულ შეხვედრისას გააკეთა.
“კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა. არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ “რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.
ჩვენი პარტნიორების, „რესპუბლიკური“ პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.