პოლიტიკა
„რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?“ - პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ოპოზიციას წერილით მიმართავს
სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ოპოზიციას წერილით მიმართავს.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია ერთობის ეტალონი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმეა… ვხედავთ ოპოზიციის შიგნითვე განსხვავებული აზრი როგორ იდევნება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ გაგვაჩნია პოლიტიკური კონსტრუქციულობის კულტურა (რაც ჩვენთვის, პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მაგალითით უნდა ესწავლებინათ).
როგორც მოქალაქეს, მე მიჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა — შესწევს ძალა ოპოზიციას, რომ შექმნას სიცოცხლისუნარიანი კოალიციური მთავრობა?“ — კითხულობს ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუჩაში გამოსული, როდესაც ითხოვდა მთავრობის ცვლილებას, არსებული ხელისუფლების ალტერნატივად კოალიციური მთავრობა წარმოედგინა.
„მწამდა, რომ არსებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა მთავრობა აჯობებდა და მწამდა, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სიტუაცია აიძულებდა ოპოზიციას, გაერთიანებულიყო. (ამ უკანასკნელში კი მძიმედ შევცდი). მაშინ, როდესაც მთლიანი ოპოზიციის არსებობა კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოს სუვერენიტეტს კი საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია ახერხებს, რომ მტერი საკუთარ რიგებში ეძიოს — ოთხი ოპოზიციური ცენტრი ორ ნაწილად იყოფა და ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად ერთმანეთს ლანძღავს, თუმცაღა არც ერთ მათგანს სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია. ორად გაყოფილი ცენტრებიდან ერთ-ერთმა საკუთარი თავი მარტივ-მამრავლებადაც კი დაშალა, რომ უფრო მეტნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ თავად ეს მარტივ-მამრავლებიც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და კონკრეტული თარიღზე ჩხუბობენ“, — აცხადებს ცეცხლაძე და დასძენს, რომ მისთვის, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქისთვის, ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელია.
„ერთობის არარსებობაშიც თითოეული თქვენგანი სხვას ნებისმიერს დაადანაშაულებს, მაგრამ არა საკუთარ თავს. პასუხისმგებლობა კი ყველას ერთნაირად გეკისრებათ. მიპასუხეთ ერთ კითხვაზე — ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?
ჩემი ციხეში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, მაგრამ რას იტყვით იმ 19-20 წლის ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან ციხეში, რომ ოპოზიციური პარტიები არ ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ. გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ბედზე?” — ნათქვამია ცეცხლაძის 9 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში, რომელსაც „დაფიონი“ აქვეყნებს.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

