მსოფლიო
რონალდ რეიგანმა თქვა “დაანგრიეთ ბერლინის კედელი!“ და ამიტომ მე გეუბნებით: არ ააშენოთ ეს კედელი!- ბერლინის მერმა დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა
ბერლინის მერმა მიხაელ მიულერმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ამერიკის ლიდერს სთხოვს ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედელი არ ააშენოს.
წერილში მიულერი პარალელს ბერლინის კედელთან ავლებს, რომელიც 1961 წლიდან -1989 წლამდე აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს ყოფდა.
„ჩვენ ბერლინელებმა ყველაზე კარგად ვიცით, რამდენად მტკივნეულია, როდესაც მთელი კონტინენტი გაყოფილია კედლებით და მავთულხლართებით. ბერლინის კედლის დანგრევა XX საუკუნის საუკეთესო მომენტი იყო“,-წერს მიულერი.
ბერლინის მერი დონალდ ტრამპს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყევბს ახსენებს.
„მოვუწოდებ ამერიკის პრეზიდენტს: თქვენი წინამორბედი რონალდ რეიგანი გაიხსენეთ. მისი სიტყვები გაიხსენეთ, რომელმაც თქვა:“დაანგრიეთ ეს კედელი!“ და ამიტომ, მე თქვენ გეუბნებით: ძვირფასო პრეზიდენტო, არ ააშენოთ ეს კედელი!“,-წერს ბერლინის მერი.
მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან გამყოფ კედელს ააშენებს, რომლის მიზანია მიგრაციის შეჩერება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

