მსოფლიო
რუსეთი ამერიკასთან ურთიერთმომგებიან საფუძველზე თანამშრომლობისთვის მზად არის - ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან თანასწორუფლებიან საფუძველზე თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
მისი თქმით, რუსეთს და ამერიკას მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ.
ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ფედერალურ კრებისადმი მიმართვაში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია,ურთიერთმომგებიან საფუძველზე ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ნორმალიზება და დაწყება. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკასთან გავერთიანდებით რეალური საშიშროებასთან ბრძოლაში, როგორიც არის ტერორიზმი“,-აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
გუშინ კი, რუსეთის ლიდერმა ევგენი პრიმაკოვისადმი მიძღვნილ ფორუმზე აღნიშნა, რომ პრიმაკოვიც თვლიდა, რომ რუსეთისა და აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორობის გარეშე „თანამედროვე მასშტაბური გამოწვევებთან გამკვლავება გართულდება“.
„უკანასკნელ წლებში, სამწუხაროდ, ვიცით, რომ რუსეთ-ამერიკის კავშირებმა დეგრადირება განიცადა. მაგრამ, ეს ჩვენი ბრალი არ არის“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

