უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 თებერვალი, 2018 14:10
font-size

რუსეთი რასაც ეხება, ყველაფერს ნანგრევებად აქცევს, შეხედეთ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს - პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთმა უკვე დაიწყო ჰიბრიდული ომი, რომელიც, შესაძლოა „მსოფლიო ჰიბრიდულ ომში“ გადაიზარდოს. ამის შესახებ მან მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა.

პოროშენკომ რუსულ აგრესიაზე საუბრისას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაც ახსენა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, თანდათან ფართომასშტაბიანი მსოფლიო ჰიბრიდული ომი ხდება. კრემლმა არ იცის თავისი ფარული მიზნების საზღვრები. არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც უკრაინაზე უკეთესად იცნობს მოსკოვის ჰიბრიდულ ტაქტიკას. ამიტომ მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს - უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის მცდელობას, გაანადგუროს ჩვენი ერთიანობა და დემოკრატია.

ეს ომი სხვადასხვა დონეზე, ფრონტსა და სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს. თუმცა, ბოროტება, რომელიც ამ ომის უკან დგას, ერთადერთია და ის კრემლში იმყოფება. რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის ეგზისტენციალური გამოწვევა, რომელიც ჩვენს მომავალზე მოახდენს გავლენას.

პირველი, ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის რუსული მშვიდობა. ამის მაგალითი ბევრია. რუსული მშვიდობა ყველაფერს, რასაც ეხება, ნანგრევებად აქცევს. შეხედეთ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს, ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმს. როგორც ჩანს, რუსული მშვიდობის დოქტრინის თანახმად, მთლიანად ევროპა უნდა გამოიყურებოდეს, როგორც კალინინგრადი ან ოკუპირებული დონეცკი“, -თქვა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ რუსეთი სხვადასხვა ქვეყანაში რადიკალურად განწყობილ, მარგინალ პარტიებს უჭერს მხარს. გარდა ამისა მან ახსენა რუსეთის მიერ დაქირავებული ინტერნეტ ტროლების საქმიანობა, რომლებიც ინტერნეტში ყალბი ამბების გავრცელებით არიან დაკავებული.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo