უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 ივლისი, 2017 16:36
font-size

რუსეთი რომც მთლიანად გაანადგურონ, ავტომატურად ჩვენი ბირთვული რაკეტები გაფრინდება და თავდაყირა დავაყენებთ მსოფლიოს - რამზან კადიროვი

„ამერიკა ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს“, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პირველმა პირმა რამზან კადიროვმა ამერიკულ არხ HBO-სთან საუბრისას განაცხადა.

კადიროვის თქმით, აშშ-ში იციან, რომ მას ძლიერი ჯარი ჰყავს, რომელიც თუ საჭიროა, „თავსაც ესხმის და იცავს“.

„ამერიკა ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. მათ [აშშ] იციან, რომ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც რუსეთისთვის სიცოცხლეს მისცემს და ისიც, რომ კარგი ჯარი მყავს, რომელსაც შეუძლია, თავს დაესხას და დაიცვას... ვნახოთ, ვის რა გამოუვა“, - განაცხადა კადიროვმა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ამერიკას მტრად, კადიროვმა უპასუხა, რომ აშშ საკმარისად ძლიერი არაა, რომ რუსეთის მეტოქე იყოს.

„ამერიკა არაა ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ ჩვენ [რუსეთმა] ის მტრად განვიხილოთ. ჩვენ გვაქვს ძლიერი ქვეყანა და ჩვენ ვართ ბირთვული სახელმწიფო. ჩვენი სახლმწიფოც რომ მთლიანად გაანადგურონ, ავტომატურად ჩვენი ბირთვული რაკეტები გაფრინდება და თავდაყირა დავაყენებთ მსოფლიოს“, - განაცხადა კადიროვმა ამერიკულ არხ HBO-სთან საუბრისას.

ინტერვიუს სრული ვერსია გავა 18 ივლისს HBO Real Sports-ზე. მთლიანი გადაცემა ეძღვნება ჩეჩნეთს რამზან კადიროვის მმართველობის პერიოდში, კერძოდ კი, „ბრძოლას წესების გარეშე“-ს განვითარებას რესპუბლიკაში.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo