უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

29 აგვისტო, 2018 11:46
font-size

რუსეთი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ჩაატარებს

რუსეთი 11-დან 15 სექტემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიასა და შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთისა და მონღოლეთის სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობით 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას „აღმოსავლეთი-2018“ ჩაატარებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, მასში მიიღებს მონაწილეობას 300 000 სამხედრო, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 36 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

დაგეგმილ წვრთნებს უკვე გამოეხაურნენ ნატო-ში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის, დილან უატის შეფასებით, ასე რუსეთი აჩვენებს, რომ ის ემზადება ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის.

რუსეთმა თავის მხრივ, წინასწარ შეატყობინა ნატოს აღნიშნული სამხედრო წვრთნების შესახებ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამკვირვებლები მიიწვია.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo