მსოფლიო


რუსეთიდან შესაძლოა კიდევ 150 ამერიკელი დიპლომატი გააძევონ
რუსეთმა შესაძლოა აშშ-ს დიპლომატიური მისიების თანამშრომლების შემცირება კიდევ 150 ადამიანით მოითხოვოს.
ამის შესახებ РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბორისენკომ განუცხადა.
„დიპლომატიაში საპასუხო ქმედების ურყევი პრინციპი არსებობს, და ამერიკელებმა ეს ძალიან კარგად იციან. თუკი ისინი ასე იქცეოდნენ, ესეიგი, ეთანხმებიან იმას, რომ ჩვენც ანალოგიურად მოვიქცევით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, ჩვენ ამას განვიხილავთ, და თუ საჭირო გახდა გამოვიყენებთ კიდევაც“,-აღნიშნა დიპლომატმა.
შესაძლო ზომებზე საუბრისას, ბორისენკომ განმარტა, რომ სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა 300-მდე შეამცირონ. მისი თქმით, დღეს, ეს ციფრი 455 ადამიანს შეადგენს.
გარდა ამისა, მისი თქმით, საპასუხო ქმედების სახით, მოსკოვი მზად არის რუსეთში ამერიკის ერთ-ერთი საკონსულო დახუროს.
რუსეთის აღნიშნული ქმედება უკავშირდება ამერიკის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, როდესაც მან აგვისტოს ბოლოს სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულო დახურა, ასევე დახურა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობები.
ერთი თვით ადრე კი, რუსეთმა აშშ-ს მოსთხოვა შეემცირებინა საკუთარი დიპლომატების რაოდენობა რუსეთში 455 ადამიანამდე. რუსეთის მოთხოვნა მის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს უკავშირდებოდა.
მონიკა დავლიანიძე

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია
20 იანვარი, 2021 , 21:17

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია
20 იანვარი, 2021 , 11:05

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
9 იანვარი, 2021 , 15:20