უკან

მსოფლიო

17 თებერვალი, 2018 12:30
font-size

რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენეს

რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა განაცხადა.

საბრალდებო განაჩენი კოლუმბიის ოლქის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

ბრალდებულთა შორის არის ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. სწორედ მას უკავშირებენ კომპანია ინტერნეტ კვლევების სააგენტოს, ანუ ე.წ. ტროლების ფაბრიკას, რომლის თანამშრომლებს თანხას უხდიან რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი კომენტარების გამოქვეყნებისთვის. გარდა ამისა, საქმეში ფიგურირებს პრიგოჟინის ორი კომპანია Concord Management andConsulting და Concord Catering, რომლებიც ასევე აფინანსებდნენ ორგანიზაციას.

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიამ ამერიკის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო.

განცხადების თანახმად, რუსი ტროლები ძირითადად ავრცელებდნენ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას დონალდ ტრამპის მთავარ ოპონენტზე, დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონზე. ისინი ავრცელებდნენ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ასევე ისეთი კანდიდატების მიმართ, როგორებიც იყვნენ ტედ კრუზი და მარკო რუბიო. ტროლების მიზანი იყო, მხარი დაეჭირათ ბერნი სანდერსისთვის და რესპუბლიკელების კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის.

გარდა ამისა, სპეციალური პროკურორი მიულერი გააგრძელებს გამოძიებას. მან უნდა გაარკვიოს, უშლიდა თუ არა ხელს მართლმსაჯულებას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გამოძიება რამდენიმე თვეს გასტანს.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ