უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ოქტომბერი, 2018 13:00
font-size

რუსეთის მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა „გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი“ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა.

როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რუსეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში ამ საკითხზე პრესკონფერენციები გამართეს, ამიტომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საპასუხო განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.

მისი თქმით, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას.

მან განმარტა, რას წარმოადგენს სინამდვილეში ლუგარის სახელობის ლაბორატორია.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება.

ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოსა და აშშ-ის სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევრებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზებისდიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს.

„აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს – სამწუხაროდ მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე.

რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების გამჭვირვალობის ნათელ დასტურს წარმოადგენს რუსი ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ, დეტალურად გაცნობოდნენ კვლევების შინაარსობრივ ნაწილსა და ცენტრის საქმიანობას. მათ შორის ჯანმოს ღონისძიებების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ატარებდნენ ლაბორატორიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გრძელდება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უსაფუძვლო დეზინფორმაცია რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი მსგავსი დეზინფორმაციის წყარო გახლდათ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც გაავრცელა მორიგი ცრუინფორმაცია ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ცდების ჩატარების თაობაზე.

საქართველოს მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების კვლევები არ ჩატარებულა და არ ტარდება, მით უმეტეს ამერიკელი ექსპერტების მიერ. ამასთან, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა როგორც საქართველოსი, ასევე რეგიონალური ბიოუსაფრთხოების განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

საქართველო კორუფციის ნაკლებობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი, პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან, ეს რეალობაა - ირაკლი ქადაგიშვილი

16 იანვარი, 2026 , 13:30

დღევანდელი კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია კორუფციის ნაკლებობით და პირველ ადგილზე ვინ არის? – ყველაზე უფრო განვითარებული ქ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

16 იანვარი, 2026 , 12:20

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარასელია, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ალან პარსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქ

ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება

16 იანვარი, 2026 , 12:12

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას  BM.GE  ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კობახიძე

ამერიკის მიგრაციის პოლიტიკა არის ამერიკის შიდა საკითხი, ჩვენ ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში - შალვა პაპუაშვილი

15 იანვარი, 2026 , 16:19

ეს არის აშშ-ის შიდაპოლიტიკური ნაწილი, ის, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, დიდი ხანია, საუბრობს და ამ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მიდგომა არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ ჩვენი მოქალაქეები გ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს

15 იანვარი, 2026 , 15:08

„ბიბისის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მი

საქართველოში აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

15 იანვარი, 2026 , 12:34

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო&