მსოფლიო
რუსეთის მუქარისშემცველი განცხადებები მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია - ნატო პუტინს პასუხობს
ნატოს წარმომადგენლის ოანა ლუნგესკუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარა ალიანსის მოკავშირეების მიმართ არის „მიუღებელი“ და არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას. როგორც პუტინმა 1 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის მოკავშირეებზე განხორციელებული თავდასხმა იქნება შეფასებული, როგორც იერიში უშუალოდ რუსეთზე.
„რუსეთის მუქარისშემცველი განცხადებები მოკავშირეებზე თავდასხმის შესახებ მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია“, -თქვა ნატოს პრესსპიკერმა.
ალიანსის მტკიცებით, ახალი შემაკავებელი ფაქტორები ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.
„ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი ან შეიარაღების ახალი რბოლა.
ჩვენ არაერთხელ გვითქმვამს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არაა შემუშავებული და მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი სისტემა გვიცავს ბალისტიკური რაკეტებისგან ევროატლანტიკური რეგიონის გარედან“, - თქვა ლუნგესკუმ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

