არქივი
მსოფლიო
რუსეთის „სარკისებური“ პასუხი - მოსკოვი 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი „სარკისებურად“ პასუხობს აშშ-ის მიერ 60 რუსი დიპლომატის გაძევებას. მოსკოვი 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს (აქედან 58 მუშაობს ამერიკის საელჩოში მოსკოვში, ორი კი ეკატერინბურგში მდებარე საკონსულოს თანამშრომელია), ასევე აუქმებს თანხმობას სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალურო საკონსულოს მუშაობაზე.
ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის დატოვება 5 აპრილამდე მოუწევთ, ხოლო პეტერბურგში მდებარე საკონსულო ხვალამდე უნდა დაიცალოს.
ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს.
რუსეთის საგარეო მინისტრის შეფასებით, დასავლეთის რეაქცია რუსეთის ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე „ამასხარავებს“ საერთაშორისო სამართალს. მან „სამწუხარო“ და „ნაადრევი“ უწოდა მოსკოვის დადანაშაულება სკრიპალის მოწამვლაში და გამორიცხა რუსეთის მონაწილეობა ამ საქმეში.
„იმისათვის, რომ ნორმალურ ლაპარაკს მიაღწიო, იმისათვის, რომ ჭეშმარიტება დაადგინო, ჩვენ ოფიციალურად მოვუწოდეთ, მოვიწვიოთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რიგგარეშე სესია 4 აპრილს“, -თქვა ლავროვმა. მან იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი არ აუვლის გვერდს „პატიოსან საუბარს“, წინააღმდეგ შემთხვვეში მისი რეაქცია „ძალიან უხეშ პროვოკაციად“ იქნება შერაცხული.
აშშ-მ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, მას შეუერთდნენ გერმანია, უკრაინა, დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ჰოლანდია, რუმინეთი, ფინეთი, ესპანეთი და ა.შ. სულ დასავლეთი 100-ზე მეტმა რუსმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლას. შემთხვევა 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოხდა. მაშინ ასევე დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.
მოწამვლაში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

