უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 აპრილი, 2018 11:30
font-size

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება პუტინი-ტრამპის დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადებას ხელს არ შეუშლის - თეთრი სახლი

რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიის გაფართოება ხელს არ შეუშლის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრისთვის მომზადებას. ამის შესახებ თეთრმა სახლამ განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა თქვა, მას სურს რუსეთთან კაი ურთიერთობა, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული რუსეთის გარკვეულ მოქმედებებზე“, -თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

გუშინ აშშ-მ ახალი საქნციები დაუწესა რუსეთს, ამჯერად სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა.

სასანქციო სიის გაფართოება უკავშირდება რუსეთის შესაძლო ჩარევას 2016 წლის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში.

სიაში ის რუსი ბიზნესმენები და მეწარმეები მოხვდნენ, ვისი ქონებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

სანქციები დაუწესეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ისეთ პირებს, როგორიცაა ოლეგ დერიპასკა, იგორ როტენბერგი, სულეიმან ქერიმოვი, ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ თავმჯდორე ალექსეი მილერი.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ