მსოფლიო
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია - დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია.
ამის შესახებ ტრამპმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიასთან, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტერეზა მეი არის მსოფლიოს ლიდერი, რომელიც ამერიკის 45-ე პრეზიდენტს პირველად შეხვდა.
მეიმ და ტრამპმა ბევრ საკითხთან მიმართებაში მიდგომების თანხვედრას გაუსვეს ხაზი, თუმცა აღინიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში მათი პოზიციები განსხვავებულია.
კერძოდ, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ „ბრიტანეთის პოზიცია დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მკაფიოა“.
„ჩვენ სანქციების შენარჩუნებას კვლავაც დავუჭერთ მხარს, ვიდრე მინსკის შეთანხმებები მთლიანად არ იქნება რუსეთის მხრიდან შესრულებული“,-განაცხადა ბრინატეთის პრემიერმა.
თავის მხრივ ტრამპმა კი, აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატები შეეცდება კეთილმეგობრული ურთიერთობა განავითაროს ყველა ქვეყანასთან, რუსეთისა დ ჩინეთის ჩათვლით.
„იმედი მაქვს, რომ რუსეთის ლიდერთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება. ეს შესაძლებელია. თუმცა, შესაძლებელია ეს არ მოხდეს. ვნახოთ, რა იქნება“,-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსნებთ,რომ ამერიკის პრეზიდენტი დღეს, სატალეფონო საუბარს რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან გამართავს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

