პოლიტიკა
რუსეთმა იცის, რომ ვერ შევალთ ნატოში, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში - ახალი ჩანაწერი, რომელშიც ვანო ჩხარტიშვილი რუსულ გავლენაზე მიანიშნებს
„კურიერმა“ ახალი სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც საუბარია საქართველოს წინა ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე. ჩანაწერში ექს-პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.
ჩანაწერით ირკვევა, რომ ჩხარტიშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მართავდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ლიდერის ახლო გარემოცვა წლებია, მჭიდრო კავშირშია კრემლის ლიდერებთან და ამ კავშირებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვისაც იყენებდა.
ჩხარტიშვილის გარდა ახალ ჩანაწერში ფიგურირებენ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი, ასევე ირაკლი ჩუბინიშვილი.
ვანო ჩხარტიშვილის ნაამბობიდან ცნობილი ხდება, რომ ნარიშკინი მას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
ჩანაწერში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსზე, თუმცა დაბალი სმენადობის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა როლი ჰქონდა დაცვის უფროსს ამ მოლაპარაკების დროს.
ვანო ჩხარტიშვილი : მე მიშას დროს ჩასული რო ვიყავი ლონდონში, შევხვდი ნარიშკინს. ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს, მე მითხრა, რა და მე უთხარი, რა უნდა ვუთხრა-მეთქი, რაა, რამე თუ ისეთი არის, რომელიც ვთქვათ, რაღაცა, არ ვარ-მეთქი მზად-მეთქი შესახვედრად-მეთქი და გაუკვირდა კაცს, ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი, რა, ის არის, შევხვდე პუტინთან, ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი, თუ რამე ისეთი იქნა, პირველ რიგში, იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ, მე ვუთხარი რაღაცა, რა ვიცი, თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტი-თქო, მე ვუთხარი. ხოდა, მე ვუთხარი, აი, რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან, იმასთან, ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი, რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე, აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სხვათა შორის ძალიან სერიოზული ტიპია რა ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი.
ზაზა ოქუაშვილი: ხოდა, რაო, რა შეიძლება, როგორ შეიძლება.
ვანო ჩხარტიშვილი: ხოდა, რა ვიცი, ყველაზე სერიოზული ეგ არის.
ზაზა ოქუაშვილი: ყველაზე სერიოზული ეგ არის.
ვანო ჩხარტიშვილი: ხოო, ფიგურა იყო მაშინ, ჩემმა ახლობელმა, მაგის ძმაკაცი იყო, მაშინ შემახვედრა მიუნჰენში, ხოდა, მაგრა უნდოდათ, მაშინ ის პერიოდი იყო, მიშას ჩამოგდება უნდოდათ მაგრად, ხოდა, მაშინ რაღაცა ვერ მოაბეს, აქა რო კონტაქტი ყოფილიყო. ირაკლიმ ხომ იცის ეს ყველაფერი, რუსეთში ეხლა, რა უნდა შეცვალონ, რა უნდა გააკეთონ რუსებმა აქ რომ იმუშაოს.
ფარულ ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთთან ხელისუფლების პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო და მხოლოდ ოპოზიციის საშუალებით კრემლში გადაცემული გზავნილები არაეფექტურია. მისივე განცხადებით, რუსებთან უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ.
ვანო ჩხარტიშვილი: მერე რუსებთან უნდა ილაპარაკოს ხელსიუფლებამ. ოპოზიციური პარტია რომ მიდის, არაფერი შედეგი არ აქვს. მაშინ რა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ უჭერ და ოპოზიციას უჭერ?!
ირაკლი ჩუბინიშვილი: რუსეთი ვაბშე მაგას ეგრე უყურებს, რო ეხლა ეს მოვიდა ჩემთან საჩალიჩოდ და კი რაღაცას მივცემ.
ვანო ჩხარტიშვილი: არა, რუსეთს ეგონება, რო ფული უნდა გააკეთოს ჩემთან, არ მოგცემს ფულს, არასდროს ფულს არ მოგცემს. ნარიშკინმა გვითხრა, ფულიო გინდათ, მე ვუთხარი, ფული არ გვინდა-მეთქი, ფული არ გვინდა-მეთქი, მე ვუთხარი. მაგას ეგონა, რო ფული, ფულისთვის, მე ვუთხარი, ფული არ გვინდა-თქო, რამე პოლიტიკური ნაბიჯი გააკეთე-თქო, რა , რაღაცა, რო ისა, რა ჰქვია, ხოდა, რაღაცები გავიარეთ, იქით-აქეთ, ყველაფერი, ხოდა, ა, ეგეთი სიტუაციაა..
ზაზა ოქუაშვილი: რთული ძაან
ვანო ჩხარტიშვილი: ირმას და იმას მოთხრიან, დედას უტირებენ, აკიდებენ იარლიყს, გარემოებაა ისეთი, რა, ჩემი აზრით, რა ვიცი
ზაზა ოქუაშვილი: ძალიან რისკიანია, მე ვფიქრობ
ვანო ჩხარტიშვილი: სოციალურ კვლევებში როგორც ჩანს, არ ვიცი.
ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და მიანიშნებს, რომ ივანიშვილის გუნდის მოსკოვის გავლენის ქვეშაა.
ზაზა ოქუაშვილი: ესე იგი, სავსეა აჭარა რუსებით, მარა ვეღარ გაარჩევ, იქ ზოგი უკრაინაა, ზოგი რუსი, თან ეხლა რუსულ ლაპარაკს ისმენ, რუსული, თურქული.
ვანო ჩხარტიშვილი: ხო, არა, მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა წაკუზულები არიან, აი, რაღაცა, რავი, აზრზე არა ვარ
ზაზა ოქუაშვილი : კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ნატო აღიზიანებთ, ნატო, ნატო
ვანო ჩხარტიშვილი : ნატო, არა იცის, რო ვერ შევალთ, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია
ზაზა ოქუაშვილი : კომფორტშია.