მსოფლიო
რუსეთში ამერიკის საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
აშშ-მ რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
შესაბამისი განცხადება მოსკოვში მდებარე ამერიკის საელჩოს საიტზეა განთავსებული, - წერს Эхо Москвы.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომა უკავშირდება ამერიკის მიერ სირიის ტერიტორიაზე მიყენებულ სარაკეტო იერიშს.
„რუსეთის პოლიტიკური კლიმატი სიფრთხილის უმაღლეს ზღვარს მოითხოვს. უკანასკნელი მოვლენების შემდეგ, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისა და ანტიამერიკული განწყობების გამოვლინების მაღალი ალბათობა არსებობს“,-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, დიპლომატიური უწყება ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს მაქსიმალურად ყურადღება არ მიიქციონ.
ასევე რეკომენდებულია, ამერიკის მოქალაქეებმა საჭირო დოკუმენტები და ტელეფონი იქონიონ.
მონიკა დავლიანიძე
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

