უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 ივლისი, 2018 17:20
font-size

რუსეთთან კარგი ურთიერთობა კაია, ცუდი არ არის - ჰელსინკიში დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ხვდება

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იმართება. შეხვედრის დაწყებისას ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვთან კარგი ურთოერთობა სურს.

„მე ვამბობდი და დარწმუნებული ვარ, გაგიგონიათ წლების განმავლობაში...რუსეთთან კარგი ურთიერთობა კაია, ცუდი არ არის“, - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება მიულოცა.

„გილოცავთ ნამდვილად კარგ მსოფლიო ჩემპიონატს, ერთ-ერთ საუკეთესოს“, - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ისინი მთელ რიგ საკითხზე ისაუბრებენ, იქნება ეს ბირთვული შეიარაღება, ჩინეთი, სამხედრო თუ სავაჭრო საკითხები. ტრამპს არ უხსენებია ის პრობლემები, რომლებმაც აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობა გამოიწვია: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, მოსკოვის მიერ სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, ასევე სკრიპალების მოწამვლა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა.

თავის მხრივ, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ მისთვის დიდი პატივია აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ კონტაქტს - ჩვენ ვისაუბრეთ ტელეფონით და შევხდით რამდენჯერმე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა დროა, ვისაუბროთ ჩვენ ორმხრივ ურთოერთობებსა და მსოფლიოში სხვადასხვა პრობლემურ წერტილზე. ისინი საკმაოდ ბევრი“, -დასძინა პუტინმა.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე გააკრიტიკა აშშ-ის წინა მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაში. მისი თქმით, ეს მოხდა წინა მთავრობის „სისულელესა და სიჩლუნგის გამო“. აღნიშნული ტვიტი ტრამპს რუსეთის საგარეო უწყებამ „დაულაიქა“ [მოუწონა].

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ