არქივი
პოლიტიკა
რუსეთთან დაპირისპირება იწყება იმ პერიოდიდან, როცა საქართველომ დამოუკიდებლობისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქვეყნის უცხოელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველო ორიენტირებულია განვითარებისაკენ და არა რომელიმე მეზობელთან დაპირისპირებისაკენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა 2017 წლის ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს ქართველი დიპლომატების საქმიანობა წარმოადგენს.
„ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, ხოლო ის, თავის მხრივ, ეფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას აქვს ჩვენი ევროპული განვითარების გზაზე. ამ იმიჯის გაღრმავების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ ის კონტექსტი, რომლითაც ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ამ თვალსაზრისით საქართველო არის რეგიონში პრობლემების არა შექმნის, არამედ მოგვარების, თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული ქვეყანა, რომელიც ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციას თავისი, როგორც სახელმწიფოს ფუნქციაში, რომლის მხარდაჭერითაც წყდება ბევრი ეკონომიკური, ენერგეტიკული პრობლემა. საქართველოს ფუნქცია, საქართველოს ხედვა საკუთარი თავისა არის არა რომელიმე მეზობელთან დაპირისპირების კონტექსტში, არამედ სწორედაც რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან რეგიონში და ამ კეთილმეზობლობის მეშვეობით ჩვენს რეგიონში და უფრო გლობალურად თანამშრომლობის სივრცის შექმნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება რუსეთის ფაქტორზე. მისი თქმით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას მოჰყვა რუსეთის მხრიდან აგრესია, რის შესახებ ინფორმაცია გასაზიარებელია უცხოელ პარტნიორებთან.
„მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვმართებს, გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებული პროცესი, არამედ სწორედაც რომ 90-იანი წლებიდან, იმ მომენტიდან დაწყებული პროცესი, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევანის მიმართულებით. შესაბამისად, ნარატივი, თითქოს საქართველო რაიმე ეტაპზე უქმნიდა რაიმე სირთულეს რუსეთის ფედერაციას და აქედან გამომდინარე განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, თავიდანვე არის სუსტი, იმიტომ რომ პირველივე დღიდან დამოუკიდებლობისა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობდა, შეეჩერებინა ჩვენი ევროპული განვითარება. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც შეგვექმნა ოკუპაციის შედეგად, ქართულმა სახელმწიფომ აირჩია ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება: სტრატეგიული მოთმინება, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მიგვიყვანს მშვიდობიანად ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ ამ სირთულეებმა რამენაირად შეაჩეროს საქართველოს შემდგომი განვითარება და ეს ბერკეტები იქნას გამოყენებული ჩვენი განვითარების მუხრუჭად. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გავუზიაროთ პარტნიორებს ის სიმართლე, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა და ვითარდება როგორც ევროპული ქვეყანა, ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

